Georgian(i)
1 კაცი ვინმე იყო ანანია სახელით, საპფირას თანა ცოლისა მისისა განყიდა დაბაჲ 2 და გამოაჴუა სასყიდლისა მისგან, - უწყოდა ესე ცოლმანცა მისმან, - და მოიღო ზოგი რაოდენიმე და დადვა ფერჴთა თანა მოციქულთასა. 3 ხოლო პეტრე ჰრქუა მას: ანანია, რაჲსათჳს აღავსო გული შენი ეშმაკმან ცრუებად სულისა წმიდისა და გამოჴუებად სასყიდელსა მის დაბისასა? 4 ანუ არა, იყო რაჲ, შენი იყო და, გან-რაჲ-ჰყიდე, ჴელმწიფებასვე შენსა იყოა? და რაჲსათჳს დაიდევ საქმე ეგე გულსა შენსა? არა ეცრუვე შენ კაცთა, არამედ ღმერთსა. 5 ვითარცა ესმინეს სიტყუანი ესე ანანიას, დაეცა და სული წარჰჴდეს. და დაეცა შიში დიდი ყოველთა, რომელთა ესმა ესე. 6 და აღდგეს ჭაბუკნი და შემოსეს იგი და განიღეს და დაჰფლეს. 7 და იყო ვითარ სამისა ოდენ ჟამისა დაყოვნება, და ცოლმან მისმან არა უწყოდა საქმე ესე, და შევიდა. 8 ჰრქუა მას პეტრე: მითხარ მე, უკუეთუ ესოდენის განჰყიდეთ დაბაჲ იგი? ხოლო მან ჰქრუა: ჰე, ეგოდენის. 9 ჰრქუა მას პეტრე: რაჲსათჳს ესრეთ შეითქუენით თქუენ განცდად სულსა უფლისასა? ანუ არა აჰა-ესერა ფერჴნი დამფლველთა ქმრისა შენისათანი კართა ზედა დგანან და განგიღონ შენცა? 10 და დაეცა მეყსეულად ფერჴთა თანა მისთა და სული წარჰჴდეს. შევიდეს ჭაბუკნი იგი და ჰპოვეს იგი მომკუდარი და განიღეს და დაჰფლეს ქმრისა მისისა თანა. 11 და იყო შიში დიდი ყოველსა მას ზედა კრებულსა და ყოველთა, რომელთა ესმა ესე.