23 ხოლო მთავარმან ჰრქუა მათ: და რაჲ ბოროტი უქმნიეს? ხოლო იგინი უმეტეს ღაღადებდეს და იტყოდეს: ჯუარს-ეცჳნ.
Matthew 27:23 Cross References - Georgian
Matthew 21:38-39
Acts 7:57
57 ხოლო მათ ჴმითა მაღლითა ღაღად-ყვეს და ჴელნი ყურთა შეისხნეს და მიჰმართეს ერთბამად მის ზედა;
Acts 17:5-7
5 ხოლო შური აღიღეს, რომელნი-იგი ურწმუნონი ჰურიანი იყვნეს, და მოიყვანნეს სავაჭროთაგან კაცნი ვინმე ბოროტნი, და ერის კრება ყვეს და აღაშფოთებდეს ქალაქსა მათ ზედა. და ზედა მიადგეს სახლსა იასონისსა და ეძიებდეს მათ გამოყვანებად ერსა წინაშე.6 და ვითარცა არა პოვნეს იგინი, მიითრევდეს იასონს და სხუათა ვიეთმე ძმათა მთავართა წინაშე ქალაქისათა და ღაღადებდეს, ვითარმედ: რომელთა ყოველი სოფელი აღუშფოთებიეს, იგინი აქაცა მოსრულ არიან,7 რომელნი შეუწყნარებიან იასონს, და ესე ყოველნი წინააღმდგომსა კეისრისა ბრძანებათასა იქმან, მეუფესა სხუასა იტყჳან ყოფად, იესუს.
Acts 21:28-31
28 და ღაღადებდეს და იტყოდეს: კაცნო ისრაიტელნო, შემეწიენით ჩუენ! ესე არს კაცი იგი, რომელი ერისა ამისთჳს და სჯულისა და ადგილისა ამისთჳს ყოველთა ყოველსა ადგილსა ასწავებს. და მერმე კუალად წარმართნიცა შეიყვანნა ტაძრად და შეაგინა ადგილი ესე წმიდაჲ.29 რამეთუ ეხილვა წინაჲსწარ ტროფიმე ეფესელი მის თანა ქალაქსა შინა, რომლისასა ჰგონებდეს, ვითარმედ ტაძრად შეიყვანა პავლე.30 აღიძრა ყოველი იგი ქალაქი და იყო შეკრებაჲ ერისაჲ და შფოთი დიდი, და შეიპყრეს პავლე და გამოითრევდეს გარე ტაძრისა მისგან, და მეყსეულად დაეჴშნეს კარნი.31 და ვითარცა ეგულებოდა მოკლვაჲ მისი, მიიწია ჰამბავი ათასისთავისა მის გუნდისა, ვითარმედ ყოველი იერუსალჱმი შეკრებულ არს.
Acts 22:22-23
Acts 23:10
10 და ვითარ მრავალი შფოთი იყო, შეეშინა ათასისთავსა მას, ნუუკუე განიჭრას პავლე მათგან, უბრძანა მჴედრობასა შთასლვაჲ და გამოტაცებაჲ მისი შორის მათსა და მიყვანებაჲ მისი ბანაკად.
Acts 23:12-15
12 და ვითარცა განთენა, ყვეს ვიეთმე ჰურიათა შეთქმულებაჲ, შეჩუენებულ ყვნეს თავნი თჳსნი და თქუეს არა ჭამად, არცა სუმად, ვიდრემდე მოკლან პავლე.13 ხოლო იყვნეს უმრავლეს ორმეოცისა, რომელთა შეთქმულებაჲ ესე ყვეს,14 რომელნი მოუჴდეს მღდელთ მოძღუართა და ხუცესთა და ჰრქუეს: შეჩუენებით შეჩუენებულ ვყვნეთ თავნი თჳსნი არარაჲსა გემოჲს ხილვად, ვიდრემდე მოვკლათ პავლე.15 აწ უკუე თქუენ აუწყეთ ათასისთავსა კრებულითურთ, რაჲთა ხვალე შთამოიყვანოს იგი თქუენდა, რეცა თუ გეგულების, უჭეშმარიტესად-რე გულისჴმის-ყოფად მისთჳს, ხოლო ჩუენ ვიდრე მოახლებადმდე მისა განმზადებულ ვართ მოკლვად მისა.