Acts 23:12-15

Georgian(i) 12 და ვითარცა განთენა, ყვეს ვიეთმე ჰურიათა შეთქმულებაჲ, შეჩუენებულ ყვნეს თავნი თჳსნი და თქუეს არა ჭამად, არცა სუმად, ვიდრემდე მოკლან პავლე. 13 ხოლო იყვნეს უმრავლეს ორმეოცისა, რომელთა შეთქმულებაჲ ესე ყვეს, 14 რომელნი მოუჴდეს მღდელთ მოძღუართა და ხუცესთა და ჰრქუეს: შეჩუენებით შეჩუენებულ ვყვნეთ თავნი თჳსნი არარაჲსა გემოჲს ხილვად, ვიდრემდე მოვკლათ პავლე. 15 აწ უკუე თქუენ აუწყეთ ათასისთავსა კრებულითურთ, რაჲთა ხვალე შთამოიყვანოს იგი თქუენდა, რეცა თუ გეგულების, უჭეშმარიტესად-რე გულისჴმის-ყოფად მისთჳს, ხოლო ჩუენ ვიდრე მოახლებადმდე მისა განმზადებულ ვართ მოკლვად მისა.