Georgian(i)
20 და იტყოდა, ვითარმედ: კაცისაგან გამომავალი შეაგინებს კაცსა, 21 რამეთუ შინაგან გულისაგან კაცთაჲსა გამოვლენან გულის-სიტყუანი ბოროტნი, მრუშებანი, სიძვანი, პარვანი, კაცის-კლვანი, 22 ანგაჰრებანი და უკეთურებანი, ზაკუვანი, არაწმიდებანი, თუალ-ბოროტებანი, გმობანი, ამპარტავანებანი, უგუნურებანი. 23 ესე ყოველნი ბოროტნი შინაგან გამოვლენ და შეაგინებენ კაცსა.